15:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 16:37:18, 414 ნახვა

სამართალი
ბესიკ ხარძიანის და ძმის მკვლელობას ბიზნესმენ გიორგი უდესიანს უკავშირებს

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძისნის დის მაია ხარძიანის ძმის მკვლელობას ბიზნესპარტნიორ გიორგი უდესიანს უკავშირებს.

მისი თქმით, მვკლელობა ქონებრივ დავას უკავშირდება.

„თუ უდესიანი დამნაშავე არ არის, მან ეს დაამტკიცოს და იპოვოს მკვლელი. ჩემი ძმა საფრთხის ქვეშ იდგა. აი ეს მოგვიტანა კოჰაბიტაცია“, - განაცხადა მაია ხარძიანმა.

ბიზნესმენის სახლის შესასვლელი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარ სადარბაზოსთან უცნობმა პირმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ხარძიანს ჭრილობები ფეხის და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics