14:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 10:32:11, 689 ნახვა

რეგიონი
ქუთაისში 96 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ქუთაისში, ნიკეას ქ. N21-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში 96  დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის  მფლობელი გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა  მიულოცეს.

ნიკეას  ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2587-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად კი, ის დევნილი ოჯახები შეირჩა, რომლებსაც ბინები გადაეცათ.

შენობაში სულ 96 ბინაა, აქედან 12-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 74-სამოთახიანი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics