13:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 14:03:54, 479 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ იცხოვრონ ქართველებმა საკუთარ სამკვიდროში

"საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ იცხოვრონ ქართველებმა საკუთარ სამკვიდროში",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის  ეზოში განაცხადა, სადაც იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

"შეიძლება წააგო ომი, მაგრამ შეიძლება დაჯაბნო მტერი შენი სულიერებითა და გამძლეობით. დღეს მე იუნკერების წინაშე ქედს ვიხრი.მადლობას ვუხდი მათ თავიანთი გმირობისთვის.იუნკერების ჩაყრილმა ფესვმა დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა. რომ არა მათი გმირობა, დამოუკიდებლობის ხე არ გაიზრდებოდა.ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დემოკრატიული და საქართველოს ვერავინ ვერასდროს უნდა უკარნახოს, თუ როგორ იცხოვრონ ქართველებმა საკუთარ სამკვიდროში",-განაცხადა გიორო მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის “ხარების” სახელობის სამლოცველოში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების სულის  მოსახსენიებელ პანაშვიდს, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის წევრები და იუნკრების შთამომავლები დაესწრნენ.  მათ იუნკრების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics