22:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 12:09:25, 337 ნახვა

პოლიტიკა
ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოში არსებული მდინარეების შესწავლას ოქტომბერში დაასრულებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სამინისტრო საქართველოში არსებული მდინარეების შესწავლას ოქტომბერში დაასრულებს.

როგორც კალაძემ „თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებულ ენერგოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მდინარეების შესწავლა სექტორში ინვესტიციების მაქსიმალურ მოზიდვას განაპირობებს.

„ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე საქართველოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ჩვენი მდინარეები ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ჰიდროპოტენციალის მინიმუმია ათვისებული. საქართველოში დაახლოებით 25 ათასი მდინარეა, აქედან დაახლოებით 300 ენერგეტიკულად საინტერესო, ჩვენ მათი მოკვლევა დაწყებული გვაქვს და დაახლოებით ოქტომბერში გვექნება სრული სურათი. ეს რა თქმა უნდა, სექტორში ინვესტიციების მაქსიმალურ მოზიდვას განაპირობებს. ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გონივრული გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკურად გამართლებული და აუცილებელია“,-განაცხადა  კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს რეალურად აქვს იმის საშუალება, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.

„ საქართველოს ნამდვილად და რეალურად აქვს იმის საშუალება, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და უფრო მეტიც, საქართველოში გამომუშავებული ენერგია არამხოლოდ ქართულ ბაზარზე იყოს მოხმარებული, არამედ მისი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც განხორციელდეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენ ასევე რეგულაციების მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ, რაც თავისთავად ინვესტიციების განხორციელებაზე აისახება",-განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics