11:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 13:36:53, 2081 ნახვა

სპორტი
ქართული წარმოშვების ესპანელი ტრისტან მოსახლიშვილი 2023 წლის დიდი სლემის გამარჯვებულია

ქართული წარმოშვების ესპანელმა ტრისტან მოსახლიშვილმა თავისი გუნდის ხაზინაში მორიგი ოქრო შემოიტანა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი ასტანაში 2023 წლის დიდი სლემის გამარჯვებულია. 

ყაზახეთის დედაქალაქში ძიუდოს დიდი სლემის ტურნირი დასრულდა. მძიმეწონოსნების სპექტაკლების საყურებლად ასობით გულშემატკივარი მოვიდა.

100 კგ-მდე წონით ოქროსთვის ბრძოლაში მატვეი კანიკოვსკიმ აჩვენა თავისი უპირატესობა. ეს არის მისი ზედიზედ მესამე უმაღლესი მედალი მსოფლიო ტურის ეტაპებზე.

მორიგი წოდება მან რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრის ასხატ ორალოვის ხელით მიიღო.

90 კგ-მდე კატეგორიაში ესპანეთის ნაკრების წარმომადგენელმა ტრისტანი მოსახლიშვილმა ფრანგი მეტოქის წარუმატებელი შეტევით ისარგებლა და წარმატებით გამოიყენა ჰოლდის ტექნიკა. გამარჯვებულს უჭირდა ემოციების შეკავება.

დაჯილდოების ცერემონია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გენერალურმა დირექტორმა ვლად მარინსკუმ გამართა.

"მინდა მადლობა გადავუხადო მაყურებელს. დაუვიწყარი იყო: იმის დანახვა, რომ ფეხზე წამოდგომით გიჭერდნენ, რომ ტრიბუნები შენს გამარჯვებას ზეიმობდნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი." - განაცხადა ტრისტან მოსახლიშვილმა.

ტრისტან მოსახლიშვილი თელავში დაიბადა. იყო 21-წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2016, 2017, 81 კგ), 21-წლამდელებს შორის ევროპის თასის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი  (2016, 81 კგ), სამბოში ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2015, 75 კგ)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics