14:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 17:38:10, 879 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოელ გენერლებს შეხვდა

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლა.

ნატოს მოკავშირეთა სახმელეთო ძალების სარდლობის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლა ძანელისთან და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორთან, გენერალ-მაიორ ფრანჩესკო დიელასთან საუბრის თავარი თემა ნატოს-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები, შავი ზღვის სტრატეგიულ დიალოგში ჩართულობა და რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემო იყო. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით განაგრძობს რეფორმებს თავდაცვის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს მესამე სწავლებას, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები მასპინძლობს. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სწავლება ნათლად აჩვენებს საქართველოს საწვრთნელ შესაძლებლობებს, რომელიც უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებისთვის პარტნიორებს მაღალი სტანდარტების, ფართომასშტაბიან და ეფექტიან საწვრთნელ გარემოს სთავაზობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics