14:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 13:23:12, 404 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პოლიტიზირებას გამორიცხავს

ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პოლიტიზირებას გამორიცხავს.

მისი თქმით,  არსებული ბრალდებები გასაკვირია, რადგან წლების განმავლობაში ისმოდა მოთხოვნები, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილიყო.

„საუბარი პროცესის პოლიტიზირებაზე, არის ძალიან და ღრმად არასერიოზული.  ვინც დღეს ამბობს, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ მიკვირს, რომ მთელი ეს წლები ისმოდა კითხვა, რატომ არ არის გახსნილი ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ  გუშინ  11 პირი დააკავა. ხოლო მათ ბრალს დღეს წარუდგენენ.

პროკურატურის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულია:  შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;  შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics