02:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 10:23:02, 762 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი პირდაპირი ინვესტიციების ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

უახლოეს პერიოდში საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი პირდაპირი ინვესტიციების ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, - ეს გადაწყვეტილება  დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და CVC Capital Partners–ის დამფუძნებელს სტივ კოლტერსს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

სამუშაო ჯგუფი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაეცნობა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.
CVC Capital Partners არის წამყვანი პირდაპირი ინვესტიციების ფონდი. ამჟამად ის მართავს 300-ზე მეტი ინვესტორის თანხებს ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. კომპანიამ დღემდე უზრუნველყო 71 მილიარდი დოლარის ვალდებულება. CVC ინვესტიციებს ახორციელებს გლობალურ ინდუსტრიულ და მომსახურების ბიზნესებში.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics