2020-03-26 15:28:04, 7110 ნახვა
ომი უკრაინაში
სწრაფი ტესტით covid19 ფეხმძიმე ქალბატონს დაუდასტურდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალბატონი შეიყვანეს. როგორც ცნობილია, პაციენტს სწრაფი ტესტით დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაამოწმებენ შედეგს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის თქმით, პაციენტი 24-25 თვის ფეხმძიმეა. ის კლინიკაში ბოლნისიდან გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობის დასადგენა კვლევები უკვე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში კორონავირუსი ფეხმძიმე ქალბატონს დაუდგინდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,