01:31 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 11:46:19, 521 ნახვა

სამხედრო
პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილისგან მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მიერ, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მთავარი შტაბბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილისგან, გენერალ-ლეიტენანტ პაოლო რუგიეროსგან (Paolo Ruggiero) მადლობის წერილი მიიღო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

"მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ქართული დანაყოფის მიმართ, რომლებიც "მტკიცე მხარდაჭერის" შტაბბინის ძალთა დაცვის ამოცანებს ასრულებენ. მათი წვლილი ავღანეთში არსებული მთავარი ბაზის დაცვასა და მხარდაჭერაში შეუფასებელია. ქართული ასეულის ჩამოსვლის შემდეგ, მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მათი საქმისადმი დამოკიდებულება და ერთგულება. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, დანაყოფმა ეფექტურად გაუწია ორგანიზება ათეულობით სწავლებას და საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინა. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და ძალისხმევას არ იშურებენ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ასეული წარმოუდგენლად ეფექტურად ასრულებს მათზე დაკისრებულ ამოცანებს კოალიციურ სარდლობასთან კოორდინაციაში. ქართული დანაყოფის ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დანაყოფში არსებული მაღალი დისციპლინაა. კაპიტან ჯალაღონიასა და მისი ასეულის მიერ ჩატარებული სამუშაოები, თავდადება, ჟინი და პროფესიონალიზმი უფრო მეტად ამტკიცებს თქვენი ქვეყნის პოზიტიურ რეპუტაციას", - აღნიშნულია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილის პაოლო რუგიეროს წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics