19:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 16:57:07, 528 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედრო საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ერევანში ხელჩართული ბრძოლის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირველი კლასის რიგითმა გიორგი ლობჯანიძემ ფინალში ირანის ჩემპიონი ერფან ებრაჰიმიანი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეს დღეს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეხვდა. გენერალ-მაიორმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეს საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ტურნირში, რომელიც პროფესიონალთა შორის MMA წესებით მიმდინარეობდა, ირანის, სომხეთის და რუსეთის გუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე 6 კაციანი შემადგენლობით იბრძოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics