16:49 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 16:15:36, 684 ნახვა

სხვადასხვა
ბოლო ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიოტორიაზე სულ ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

ბოლო ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორიაზე სულ ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. აქედან სამი ზოოპარკის თანამშრომელია, ერთი კი უცხო პიროვნება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

კერძოდ, გულიელიძის განმარტებით, დაღუპულია ზოოპარკის თანამშრომელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და ზოოპარკის კიდევ ერთი თანამშრომელი.

 რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციით, ის ახალგაზრდა გოგონაა, რომლის ცხედარიც ზოოპარკის ტერიტორიაზე წყალმა შეიტანა.
 

„ყოველთვის მორიგეობენ თანამშრომლები. მეც აქ ვიყავი, მოვხვდით პირდაპირ წყალდიდობაში. შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. ერთადერთი მოვახერხეთ საკუთარი თავის გადარჩენა. მიზეზს ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ალბათ უფრო შემდეგ გავიგებთ. რამდენაც ვიცი, მწყერი ჩამოწვა სადღაც. მდინარე ჩაკეტა, შემდეგ მდინარემ გაარღვია კალაპოტი. ქალბატონი გულიკო დაიღუპა, პატარებს ზრდიდა, ამიტომაც დიდ დროს ატარებდა აქ. დაიღუპა მისი მეუღლე, კიდევ ერთი ადამიანი. ასევე ნაპოვნია ერთი გოგონა, მასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით რომ ახალგაზრდაა როგორც ჩანს წყალმა საიდანღაც შემოიტანა. გზაზე მყოფი მანქანებით სავსეა ზოოპარკი. ზოგი მანქანა შენობების სახურავზეა, წარმოუდგენელი წყალდიოდბა იყო. ყველაზე ღრმა ადგილი 20 მეტრი მაინც იყო. გალიები დაიტბორა. იქიდან ცხოველები გამოვიდნენ და სამწუხაროდ, ნაწილისთვის ეს ძლაიან ცუდად დამთავდა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics