00:35 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 15:20:18, 373 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება, ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია

„დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება, ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

„დღეს, მთელი ქვეყანა განიწმინდება, ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავის გულის კარს გააღებს და წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა შევა მის გულში და ჰყოფს სერობას. ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმინდისა სამებისა. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი სული, ჩვენი გონება. დავინახოთ ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალს - უფალო შენი ვარ მაცხოვნე მე, ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე, დღეს ყოველი ჩვენთაგანი ნაკურთხი წყლით  - აიაზმით განიწმინდება“, - ბრძანა უწმინდესმა.

ცნობისთვის, დღეს სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. ამასთან, პატრიარქმა წყალი აკურთხა, რასაც დიდი აიაზმა ეწოდება.

დღესვე უწმინდესი ათასამდე ბავშვს მონათლავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics