11:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:30:58, 642 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის  გამოშვების საზეიმო  ცერემონიალი დღეს, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე  გაიმართა. 

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

სამხედრო მოსამსახურეებმა გადამზადება 12 კვირის განმავლობაში ორ ფაზად გაიარეს. სწავლების პირველი ნაწილი საცეცხლე და სამწყობრო მომზადებას ითვალისწინებდა. კურსის მეორე ნაწილი კი სამეთაურო მომზადებასა და ათეულის დონეზე საბრძოლო ვარჯიშებს დაეთმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics