2017-03-11 15:25:06, 732 ნახვა
Lifestyle
სააკაშვილი: სტრასბურგი იყო დიდი გამარჯვება და ქვეყნის მთავარი გამარჯვება კიდევ წინაა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა.
„ძალიან მიხარია, რომ დღესაც რუსთავი 2-ისა და საქართველოს მხარდასაჭერად ბევრი ხალხი მოვიდა რუსთაველზე. სტრასბურგი იყო დიდი გამარჯვება და ქვეყნის მთავარი გამარჯვება კიდევ წინაა“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან