21:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:49:54, 3860 ნახვა

კულტურა
მუსიკა გულის ფორმის მოწყობილობებში - ქართველი არტისტები საერთაშორისო პროექტს - „Love Song" შეუერთდნენ

ტელეკომპანია „არტარეას" საგამოფენო სივრცე პროექტს "Love Song" მასპინძლობს. გულის ფორმის ხმის ჩამწერი მოწყობილობები, რომელიც არტარეას საგამოფენო სივრცეში განთავსდა, დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების ნამუშევრებს მოუსმინოს ერთი თემის - სიყვარულის შესახებ.

პროექტი ოთხი ბელგიური სახელოვნებო ორგანიზაციის - ChampdAction, M HKA, (ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) deBuren, და Objectif Exhibitions ინიციატივით შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების მიერ გულის ფორმის მოწყობილობებში სიმღერის ჩაწერას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, მუსიკოსები მათ მიერ ჩაწერილ სიმღერებს უკან უგზავნიან ორგანიზატორებს, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.

"Love Song-ის" პრეზენტაცია პირველად, 2014 წელს შედგა ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (M HKA), სადაც გულის ფორმის მოწყობილობებში 300 არტისტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წელს საერთაშორისო პროექტს  ქართველი არტისტებიც შეუერთდნენ და  სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად დამთვალიერებლებს ნიკა მაჩაიძის, გიორგი ნებიერიძის, მიშო ჯავახიშვილის, მიშა მდინარაძის, TeTe Noise-ის, ზვიად ბოლქვაძის, ნატალია ბერიძის და სხვა მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობაც აქვთ.

"Love Song" „არტარეა გალერეაში"  1 ნოემბრამდე დარჩება. პროექტი ტელეკომპანია "არტარეას" კურატორობით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics