14:09 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 17:03:30, 692 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე ჯონი დათუნაშვილი.

ათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლური მემორიალური დაფა ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას.

სკვერის გვერდით არსებულ ტაძარში, მამა ანდრიამ დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.

მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა, გაამხნევა ისინი და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან სულ 16 ჯარისკაცი დაიღუპა. აქედან, 1 ჯარისკაცი ბათუმის მკვიდრი იყო, 2 შუახევის, 1 ქედის, 2 ხულოს, 10 კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics