11:04 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 12:26:12, 544 ნახვა

რეგიონი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გზის 7 კილოემტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

უწყების ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სახიდე გადასასვლელისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად,  მძღოლთა  სრულყოფილი ორიენტაციის მიზნით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

რეაბილიტაციის პროცესს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი გაეცნო. ამ დროისთვის 7 კილომეტრიან სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  2 600 000 ლარია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics