2016-07-08 15:13:12, 646 ნახვა
რეგიონი
მახინჯაური-ჩაქვის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა
ბათუმში, მახინჯაური-ჩაქვის გვირაბთან უხვი ნალექის გამო, მეწყერი ჩამოწვა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, გზის მცირე ნაწილია ჩახერგილი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან