11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 17:16:54, 571 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა

სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმში მონაწილე  ევროპის ქვეყნების მეთაურებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს სიტყვით   სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ მიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ოფიციალურად გახსნის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტი თინა ხიდაშელს მიესალმა და მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

მხარეებმა საქართველოში მაისში ანდრეი კისკას დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერა გამოხატა. საუბარი შეეხო ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) ბრატისლავაში 17 აპრილის ჩათვლით გაიმართება. სამი დღის განმავლობაში მაღალი დონის ფორუმის მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ნატოს ვარშავის სამიტი, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნები და მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, დასავლეთის როლი ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულ ვითარებაში, უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებები და საერთაშორისო წესრიგის წინაშე რუსეთის გამოწვევებთან დაკავშირებით შემუშავებული დასავლეთის სტრატეგიები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics