13:42 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 13:02:58, 685 ნახვა

რეგიონი
ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტს, ვან ტიანჩუანს შეხვდნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი" ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტი საქართველოში, კერძოდ აჭარაში ჩაის კულტურის განვითარებითაა დაინტერესებული.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგინს ჩაის პლანტაციების აღდგენა, რაც უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგირ მუზეუმს დაათვალიერებენ, სადაც აჭარაში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას გაეცნობიან. საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინე¬თიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. სწორედ მის სახელს უკავშირდება აჭარაში ჩაის კულტურის განვითარება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics