2015-02-18 17:27:29, 664 ნახვა
ეკონომიკა
დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 19 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0839 ლარად იქნება შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ 2.3727 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან