2016-03-28 18:33:05, 586 ნახვა
სამხედრო
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
29 მარტს, 11:00 საათზე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვის რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გახსნის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიაში უწყების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან