13:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 15:54:46, 932 ნახვა

სამართალი
აფგან სადიგოვს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

 აფგან სადიგოვს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას შიგანაგან საქმეთა სამინისტრო 19, 20, 21 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

აღსანიშნავია, რომ სადიგოვი 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საბაბით. მას პატიმრობა 23 ოქტომბერს შეეფარდა. 

გამომდინარე იქიდან, რომ სადიგოვს ამ შემთხვევაში ედავებოდნენ  სამართალდამრღვევად ცნობამდე [23 ოქტომბრამდე] მომხდარ შემთხვევებს, ქმედება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ გადაიზარდა. 

დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა აღნიშნა, რომ შსს შეეძლო, რომ ეს საქმეები ხელოვნურად არ დაეყო და თუ აპირებდა, რომ მომდევნო დღეებზეც შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი, გაერთიანებულად მიემართა სასამართლოსთვის. 

  „ყოველდღე ვიყავი აქციაზე, გზა გადამიკეტია. ამის შემდეგაც ყოველდღე გავალ აქციაზე.  საქართველოს კანონმდებლობას პატივს ვცემ, მაგრამ დიქტატორი ივანიშვილის კანონებს ვეწინააღმდეგები“, - თქვა სადიგოვმა სასამართლო პროცესზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics