02:41 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-03 11:34:02, 615 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში მომენტალური გადარიცხვის სერვისი ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვა ქართულ ბანკებში თანხა ეროვნულ ვალუტაში, ევროსა და დოლარში მომენტალური ასახვით გადარიცხონ.

ამ ეტაპზე, მომენტალური გადარიცხვის სერვისი სრულად ინტეგრირებულია ბაზის ბანკთან, ამასთანავე, სისტემის დანერგვა სხვა ბანკებთან უკვე დაწყებულია.

ახალი სერვისი მომხმარებელს გადარიცხვების შესრულებისას კომფორტს სთავაზობს და არსებული ალტერნატივებისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება:

  • მყისიერი ასახვა 24/7: გადარიცხვა მომენტალურად, სამუშაო საათების მიღმაც სრულდება.
  • მობილურის ნომრით გადარიცხვა: აღარ არის საჭირო საბანკო ანგარიშის ნომრის ცოდნა ან კოპირება.
  • საჭირო არაა ლინკები ან ბარათის მონაცემები: თანხის მისაღებად ადრესატს არ უწევს ლინკზე გადასვლა და ბარათის მონაცემების შეყვანა.
  • სავალუტო ოპერაციები: შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება ევროსა და დოლარში.
  • გაზრდილი ლიმიტი ლარში: თითო ტრანზაქციაზე 10,000 ლარის ოდენობით.
  • ტრანზაქციების რაოდენობის შეუზღუდავი ლიმიტი: დღის განმავლობაში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციის შესრულება.

„საქართველოს ბანკისთვის თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის შექმნა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების ფუნქციონალის დანერგვა სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ციფრულ შესაძლებლობებზე, რათა ბანკის მომხმარებლებს ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეთ“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics