11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 13:48:33, 758 ნახვა

ეკონომიკა
Travel eSIM - ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის

 ქართულ ბაზარზე პირველად, ყველაზე ინოვაციური შეთავაზება მათთვის, ვინც მოგზაურობს – Travel eSIM, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე  roamingpass.ge, მოგზაურობის მთლიანად ახალი გამოცდილებისთვის. Travel eSIM-ის გააქტიურება უმარტივესი და უსწრაფესია, მათ შორის უკვე საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც.

სელფი მობაილი გახდა პირველი ქართული მობილური ოპერატორი, რომელმაც მოგზაურებს შესთავაზა ინოვაციური სერვისი - Travel eSIM, რომელიც სრულიად ცვლის ქართულ ბაზარზე მოგზაურებისთვის გამოცდილებას.

მოგზაურებისთვის განსაკუთრებული კომფორტის უზრუნველსაყოფად შექმნილია ოთხი სხვადასხვა პაკეტი, თუმცა ყველა მათგანი მოიცავს სრულიად უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია:

  • EuropePass 2GB – ₾15
  • EuropePass 7GB – ₾40
  • ContinentalPass 2GB – ₾20
  • ContinentalPass 7GB – ₾60

არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე ის სარგებლობს სწრაფი და ხელმისაწვდომი როუმინგით. სერვისის შესაძენად ეწვიეთ: roamingpass.ge; გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

„სელფი მობაილი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინოვაციების დანერგვაში და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, მოქნილი და მარტივი ციფრული სერვისების შეთავაზებაში. ახალი Travel eSIM-ი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და სურს მსოფლიოს მასშტაბით სანდო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით სარგებლობა. Travel eSIM-ი მოგზაურობას მაქსიმალურად კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის, სერვისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია პროცედურის უმარტივესი სტრუქტურა - მომხმარებელი საშუალოდ 30 წამში ასრულებს სრულ პროცესს, მიუხედავად იმისა, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ საზღვარგარეთ.” - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, სელფი მობაილის მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics