14:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 14:33:25, 1532 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 138 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 125 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმები 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები კი რვა ადგილას დაეცა.

რუსებმა შეტევა ბრიანსკის, კურსკის, ორიოლისა და შატალოვოს მიმართულებებიდან განახორციელეს. თავდასხმის მთავარი მიმართულება დონეცკის რეგიონი იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, 16 ივნისის ღამეს კიევზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ჩერკასის ოლქში ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხი და გაზსადენი დააზიანა, ერთ-ერთი სოფლის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ზაპოროჟიეში, თავდასხმის შედეგად, სამრეწველო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

დრონებით თავდასხმის გარდა, რუსებმა დონეცკის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ოლქში მნიშვნელოვანი ზიანი დაფიქსირდა: განადგურდა და დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი სახლები, მაღაზია, ორი საწარმო, გაზსადენი, საწყობები, სათბურები და ტექნიკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics