14:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 18:17:29, 888 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 18 ივნისს გაგრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე, სასამართლოში ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმე გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე გამოიკითხა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

საერთო ჯამში დაცვის მხარემ სასამართლოს სამი მოწმე წარუდგინა, მომდევნო სხდომებზეც მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულების, კერძოდ ვიდეო მასალების გამოიკვლია.

მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმის განხილვა 23 ივნისს, 13:00 საათზე გაგრძელება. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე 18 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესებზე პერიოდულად, მზიას მხარდამჭერების მხრიდან ხმაური იყო. მათი თქმით, აღნიშნული სასამართლოს მხრიდან, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics