13:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 13:08:51, 930 ნახვა

სამართალი
ზურა ჯაფარიძის ადვოკატი - როცა ამოვწურავთ ეროვნულ დონეს, შეიძლება, მივმართოთ ევროსასამართლოს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, ჯაფარიძის საქმე ეროვნულ დონეზე განხილვების შემდეგ შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიდეს.

ჩომახაშვილის თქმით, სასამართლომ ჯაფარიძეს ეფექტური დაცვის უფლება არ შესთავაზა, ასამდე პოლიციელი წინასწარ იდგა სასამართლოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წინსწრებით იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

"გვექნება საშუალება, რომ ზურა [ჯაფარიძე] მოვინახულოთ გუშინდელს შემდეგ. საჭიროა გარკვეული დეტალების გარკვევა და განხილვა. რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ჩვენ მივიჩნიეთ შეთანხმებულად პროტესტის ნიშნად, რომ დაგვეტოვებინა დარბაზი, იმიტომ, რომ თავად ზურას მოსაზრება და ჩვენი მოსაზრებაც იყო, რომ აღარ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს იქ ყოფნა, იმიტომ, რომ სასამართლო განზრახ იქცეოდა არასამართლიანად და უკანონოდ და ეს იყო ძალიან ცხადი ყველასთვის იქ.

ამიტომ, ეს უნდა იყოს, მათ შორის, მესიჯიც და მოცემულობაც სხვა მოსამართლეებისთვის, რომ თუ გააგრძელებენ ასე მოქცევას, მე დარწმუნებული ვარ, სხვა ადვოკატებიც ასე მოიქცევიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში ჩვენი პროტესტის გამოხატულება. პრობლემა არ არის მხოლოდ, რომ სასამართლომ არ მისცა ზურა ჯაფარიძეს ადვოკატის ყოლის უფლება. პრობლემა ის არის, რომ მან ეფექტური დაცვის უფლება არ შესთავაზა მას და ჩვენ არ შეგვექმნა შესაბამისი გარემო და იქ, წარმოიდგინეთ, ასობით პოლიციელი წინასწარ იდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასობით პოლიციელმა იცოდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ დარღვევაა, ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითმა ოპერატიულმა მუშაკმა იცის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ეს არის სირცხვილი სასამართლოსი, როცა ამოვწურავთ ეროვნულ დონეს, მაშინ შეიძლება, მივმართოთ ევროსასამართლოს, იმიტომ, რომ ჯერ აქ არსებული ეროვნული დონე უნდა ამოვწუროთ გასაჩივრების ნაწილში და რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიას შევიმუშავებთ და დეტალურად აგვივლით ზურასთან". - უთხრა ჩომახაშვილმა TV პირველს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics