00:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 13:25:32, 1341 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა.

მისი თქმით, ღამით რუსები თავს დაესხნენ კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, მიკოლაივისა და კიევის ოლქებს. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქებში 165 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. დონეცკისა და სუმის ოლქებში კი მთელი დილის განმავლობაში გრძელდებოდა მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმები.

„რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღიურად უნდა იყოს, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics