03:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 16:52:08, 890 ნახვა

სამართალი
სასამართლომ თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი გაფარ ილმაზიზი, იგივე თემურ ქათამაძე „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტიდან კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს, სადაც მას შიმშილობის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უნდა ჩატარებოდა.

გამოძიების ცნობით, თავდაპირველად მას კონფლიქტი კლინიკის მედასთან მოუვიდა, რის შემდეგაც, მის დასამშვიდებლად შესულ კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქათამაძე ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ცნობით, შემთხვევა 6 მარტს მოხდა.

თემურ ქათამაძეს ამ დროისთვის შიმშილობა შეწყვეტილი აქვს. ის კლინიკიდან კვლავ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics