რუსეთმა ოდესაზე დრონებითა და ბალისტიკური იარაღით იერიში მიიტანა - დაიღუპა ერთი ადამიანი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთის ძალებმა ოდესის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ოდესის მესი, გენადი ტრუხანოვი ავრცელებს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ჩამოგდებული მტრის დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლები ოდესის გარეუბანში, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.
ასევე, საჰაერო განგაშის დროს, რუსეთმა ბალისტიკური იარაღით იერიში მიიტანა ბელგოროდ-დნესტროვის ოლქზე. რაკეტა ცარიელ სანატორიუმს მოხვდა, შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. არავინ დაშავებულა.