02:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 14:01:09, 700 ნახვა

სამართალი
თემურ ქათამაძე - მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ ხორციელდება ჩემ მიმართ მიზანმიმართული ზეწოლა

"ბათუმელი მედროშე", რომელიც უკვე 44 დღეა შიმშილობს, ციხიდან წერილს აგზავნის - თემურ ქათამაძე წერს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. 

პატიმარი ფიქრობს, რომ ზეწოლის მიზანია საკვების მიღებაზე უარის თქმა შეაწყვეტინონ და თავისუფლებისთვის ბრძოლაში სულიერად გატეხონ - "სულისკვეთებას და მხნეობას ვერავინ ვერასდროს გატეხავს".

მინდა გაცნობოთ, რომ 16.01.2025 წელი ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით, დაკავების დღიდან დღემდე მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ ხორციელდება ჩემ მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ეს თავიდან იყო ჩემ მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებში წარსადგენად, ბათუმში ჩემ კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე და მტკიცებულებებზე წვდომის და მათი დროზე შეგროვების შეფერხების მიზნით. 

თუმცა, ბოლო დღეებში მათი ზეწოლა გამიზნული არის 44 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გატეხვისთვის. მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეს მცდელობა, რადგან ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერავინ ვერასდროს გატეხავს. სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველაფერზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალია. იმათზე ზემოთ მხოლოდ გამჩენელი ღმერთი დგას. 

მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, ისე როგორც არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს, მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე სინდისის პატიმრებს. მინდა ყველამ იცოდეთ და დარწმუნდეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, უფალი არის ჩვენთან. მე მჯერა გამარჯვების. ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს". - ნათქვამია წერილში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics