2025-02-28 00:13:58, 1440 ნახვა
სხვადასხვა
მე ოდესმე მითქვამს ეს? არ მჯერა, რომ ეს ვთქვი ტრამპი ზელენსკის დიქტატორობაზე
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ აღიარა, რომ მან ზელენსკის დიქტატორი უწოდა. ასე უპასუხა მან შესაბამის კითხვას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
„მე ოდესმე მითქვამს ეს? არ მჯერა, რომ ეს ვთქვი. "შემდეგი კითხვა", - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მანამდე დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში TruthSocial-ში ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა და მას "დიქტატორი არჩევნების გარეშეც" უწოდა. მან თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა რუსული პროპაგანდის თეზისები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,