2025-02-22 14:48:08, 943 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 162 დრონიდან 82 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 162 დრონიდან 82 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას, უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს,
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დანარჩენი 75 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,