2025-02-18 11:55:18, 605 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო - არიან დაშავებულები
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს. არიან დაშავებულები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 18 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 176 დრონით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 103 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში, კიდევ 67 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობითვე, დრონებით შეტევამ დააზარალა კიროვოგრადის, კიევის, ხარკოვის და ჩერკასის ოლქები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,