22:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 18:55:36, 484 ნახვა

სამართალი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო

„უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო.

გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. ორგანიზაცია "უფლებები საქართველომ" ლონდა თოლორაიას განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში 2022 წლის 30 ივნისს გაგზავნა.

„ლონდა თოლორაია, 2019 წლის 11 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით დაინიშნა, თუმცა პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მას ვადაზე ადრე შეუწყდა მინიჭებული მანდატი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ლონდა თოლორაია დავობს, რომ მის მიმართ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს (მუხლი 6), პირადი ცხოვრების დაცულობის (მუხლი 8) და ქმედითი სამართლებრივი დაცვის (მუხლი 13) უფლებები.“ - წერია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics