23:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 18:10:22, 593 ნახვა

სამართალი
რა წარწერა დახვდა აქციაზე დაკავებულ ირაკლი წიგნაძეს მოსაცდელ საკანში

„სანამ ეს ყველა ადამიანი არ იქნება თვისუფალი, ვერც მე ვიქნები“- 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ირაკლი წიგნაძე სოციალურ ქსელში სასამართლოში, მოსაცდელ საკანში დატოვებულ წარწერაზე წერს, რომელიც, მისი ვარაუდით, სინდისისი პატიმარს, ზვიად ცეცხლაძეს ეკუთვნოდა.

წიგნაძის თქმით,  მიუხედავად, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა, ვიდრე ყველა პატიმარი არ გათავისუფლდება, მათთვის ბრძოლას გააგრძელებს.

„უამრავი მაქ დასაწერი ამ ცირკზე, მაგრამ ეხლა ამის თქმა მინდა: გავიმარჯვებთ სახელოვნად ზ.ც.-

ეს წარწერა დამხვდა სასამართლოში რომ მივედი, მოსაცდელ საკანში, ალბათ ზვიად ცეცხლაძის დაწერილია. მაგ დროს სულ სხვანაირ ხოდზე ვიყავი, მთელი დღე მზია ამაღლობელზე ვფიქრობდი და ვემზადებოდი შიგნიდან ბრძოლისთვის. ორმაგი გული მომცა ამ წარწერამ.

მერე ზევით ავედი და მითხრეს, რომ გირაოთი გავიდოდი. ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ცოტა დაბნეულიც ვიყავი, იმდენად სხვა რამისთვის ვემზადებოდი. მალევე ქვევით ჩამაბრუნეს, იმიტომ რომ სასამართლო დარბაზი იცვლებოდა და ისევ ამ წარწერასთან აღმოვჩნდი, რამაც ძალიან დამასევდიანა. გამახსენდა რომ კიდევ ათეულობით ჩემსავით ადამიანი ისევ ციხეში ყავს რეჟიმს და კიდე კაცმა არ იცის რამდენი ხანი ეყოლება.

ხოდა, სანამ ეს ყველა ადამიანი არ იქნება თვისუფალი, ვერც მე ვიქნები და გავაგრძელებ მათთვის ბრძოლას ბოლომდე. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“, - წერს წიგნაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics