22:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:11:45, 348 ნახვა

სამართალი
თსუ-ს სტუდენტის, რევაზ კიკნაძის საქმის განხილვა 20 მარტისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილის, თსუ-ს სტუდენტის, რევაზ კიკნაძის საქმის განხილვა 20 მარტისთვის გადაიდო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ რევაზ კიკნაძის განცხადებას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა და რამდენჯერმე განცხადების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც რევაზ კიკნაძე მოსამართლის მოწოდებას არ დაემორჩილა, ის პროცესიდან გააძევა.

ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ლელა ცაგარეიშვილის საქმიდან აცილებას რამდენიმე გარემოების საფუძველზე ითხოვდა. ადვოკატის თქმით, მოსამართლე სანქცირებულია, ასევე არ გადასცა საქმის მასალები, რომ ექსპერტიზა დაენიშნა, რითიც დაირღვა რევაზ კიკნაძის უფლებები. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამავე დროს, მოსამართლემ პროცესის გადადების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ადვოკატს შესაძლებლობა აქვს, ექსპერტიზა დანიშნოს.

რევაზ კიკნაძეს 25 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე აკრძალული საგნის, კერძოდ, ქვის ტარებაში ედავებიან.

ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ვიდეოში ასახული ნივთი არის თუ არა ქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics