23:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 14:41:41, 611 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - 30 წლის წინ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა უკრაინის შეცდომა იყო

იტალიურ გაზეთ Il Foglio-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ 30 წლის წინ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა უკრაინის შეცდომა იყო.

ზელენსკიმ აღნიშნულ გადაწყვეტილებას “სულელური და უპასუხისმგებლო” უწოდა, რადგან, მისი თქმით, “სიტუაცია მოგვიანებით შეიცვალა.”

პრეზიდენტის თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი, დონეცკი და ლუჰანსკი ოკუპაცია მოახდინა, კიევმა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.

 

ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის უკეთესი იქნებოდა უსაფრთხოების გარანტიები ნატოსგან მიეღო და არა ცალკეული ქვეყნებისგან.

 “ბირთვულ იარაღს მე რაღაც ნამდვილად ძლიერში გავცვლიდი – ისეთ ძალაში, რომელსაც ნებისმიერი აგრესორის შეჩერება შეუძლია, განურჩევლად მისი ზომისა, ტერიტორიისა თუ არმიის სიმძლავრისა. და ეს არის ძლიერი არმია და ნატოს უსაფრთხოების ბლოკი.” – აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics