23:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 11:14:53, 522 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის

უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნებში ძლიერი გამარჯვება მოიპოვა და ახლა საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს დგამს. უკრაინაში ომის დასრულების საკითხი, ვფიქრობ, ტრამპისთვის გამარჯვება უნდა იყოს და არა პუტინისთვის. პუტინი მისთვის არაფერია. ამერიკა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი, ევროპა უფრო ძლიერია, ჩინეთი უფრო ძლიერია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთობლივი სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს.

„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ომის ნამდვილად და სწრაფად დასრულება სურს, მიზანშეწონილია, რომ პუტინთან კომუნიკაციის დაწყებამდე გეგმა გვქონდეს. მიმაჩნია, რომ ეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მთლიანად ევროპის ინტერესებშია. ასევე, ეს უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებშია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics