06:36 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 18:25:32, 520 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემას უშიშროების საბჭოზე წარმოდგენილი და საქართელოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული რეფორმა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან: პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძესთან და პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან ერთად ისაუბრა.
„პრეზიდენტის აქტით აღმოსავლეთ და დასავლეთის სარდლობების შექმნა განისაზღვრა და დაევალა უკვე თავდაცვის მინისტრს ერთი თვის განმავლობაში ყველა შესაბამისი აქტის გამოცემა. აქტების გამოცემამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედრები გაიმართება პირად შემადგენლობასთან. დღეს იყო აღმოსავლეთ სარდლობასთან შეხვედრა. კვირას მივემგზავრებით ქუთაისში იმისათვის, რომ დასავლეთ სარდლობას შევხვდეთ და მათ ვესაუბროთ იგივე საკითხებზე. მათთან ერთად გავიაროთ ყველა თემა და ამ ერთობლივი კონსულტაციების რეჟიმში მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამოცანა არის, რომ სარდლობები იყოს მაქსიმალურად მობილური და საბრძოლო კომპონენტის შემადგენელი ნაწილი, ნაკლებად ბიუროკრატიული და ფუნქციები მკაცრად იყოს განსაზღვრული, პასუხისმგებლობებზე მიბმული. ეს არის ყველაზე მთავარი თემა რომელიც ამ წუთას არის ჯარში. არის განყოფილებები, დეპარტამენტები, სამმართველოები, რომლებიც ფუნქციონირებს, სადაც ადამიანები მართლა მუშაობენ, ოღონდ არანაირი პასუხისმგებლობები ამასთან მიბმული არ არის და ეს ბუნებრივად იწვევს ერთგვარ ქაოსს. სწორედ, ამ ქაოსის დალაგებას ემსახურება ამ სარდლობების ჩამოყალიბება და გენშტაბსა და ბრიგადების ანუ ქვედა დონეს შორის ბალანსის შექმნა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics