01:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 19:47:44, 1606 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა პატიმრებს ცვლიან ფორმულით 25 25-ზე

რუსეთმა და უკრაინამ, არაბთა გაერთიანებული საემიროების  შუამავლობით, ოთხშაბათს, 15 იანვარს, გაცვალეს ტყვეები ფორმულით „25 25-ზე“. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში 24 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, მათ შორის მარიუპოლისა და აზოვსტალის დამცველები,

ასევე უკრაინელი შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში. „დაბრუნებულთა შორის არის ასევე სამოქალაქო პირი, რომელიც ტყვედ ჩავარდა კიევის რეგიონში და უკანონოდ დააკავეს რუსებმა“, - დასძინა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული ყველაზე ახალგაზრდა 24 წლის იყო, ყველაზე უფროსი 60 წლის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ 25 რუსი სამხედრო უკრაინის ტყვეობიდან რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდა.

ეს არის პირველი პატიმართა გაცვლა ორ ქვეყანას შორის 2025 წელს, რაც ცნობილი გახდა. მანამდე უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს 2024 წლის 30 დეკემბერს, მხარეებმა სხვადასხვა თარიღები დაასახელეს. კიევის ინფორმაციით, სამშობლოში 189 უკრაინელი დაბრუნდა, მათ შორის ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ გაცვლა განხორციელდა ფორმულით "150 150-ზე".

12 დეკემბერს ზელენსკიმ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შესთავაზა კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები გაეცვალა რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედროებზე. ფხენიანს ჯერ არ უპასუხია ზელენსკის წინადადებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics