07:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 12:11:36, 438 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა პროცესზე ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, ირაკლი მიმინოშვილმა უჰაერობის გამო დარბაზის დატოვება ითხოვა.

მიმდინარე პროცესზე დაკავებულების ნაწილმა წყალი მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატებს შესვენების გარეშე გამოსვლის უფლება არ მისცა და წყლის მოტანა მანდატურს დაავალა.

ერთ-ერთმა დამსწრემ ადვოკატს გაუწოდა გახსნილი ბოთლი, რაზეც ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა პასუხად იკითხა: „თქვენ დალევდით ასე მოწოდებულს?“. ამის შემდეგ ავსაჯანიშვილმა დარბაზი მაინც დატოვა, რომ წყალი თავად მოეტანა.

პროცესის მსვლელობისას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რადგან დაკავებული თავს შეუძლოდ გრძნობდა.

სასამართლო პროცესი შეფერხებებით გრძელდება. მოსამართლე ხუსკივაძე დაკავებულთა და ადვოკატების შუამდგომლობებს განიხილავს, თუმცა პროცესი კვლავ დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics