09:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 09:08:51, 715 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას, რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, Stinger-ის რაკეტები და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS).

შეიარაღების პაკეტის შესახებ კონგრესს ოფიციალურად, შესაძლოა, ორშაბათს აცნობონ. მისი შემადგენლობა და ზომა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ბაიდენის ხელმოწერამდე, შეიცვალოს.

მოსალოდნელია, რომ პაკეტში შედის კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც როგორც წესი, გვხვდება HIMARS-ის მიერ გაშვებულ რაკეტებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics