21:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 16:38:55, 405 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის პორტზე მიტანილ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია 8 პირი

რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით ოდესის პორტზე მიტანილ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია 8 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო გემები და ბელიზისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი ხომალდები.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში 11 ოქტომბერსაც მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 10 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics