22:35 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 01:48:27, 789 ნახვა

სხვადასხვა
ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა

ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა.

"ამ ეტაპზე საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში.

მედიის ინფორმაციით, ირანმა დაახლოებით 300-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით.

Wall Street Journal წერს, რომ  ისრაელმა ირანს შუამავალი წყაროების მეშვეობით განუცხადა, რომ აუცილებლად უპასუხებენ. საპასუხო დარტყმებში განიხილება თავდასხმა  ირანის ბირთვული ობიექტებზე და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე  ენერგოობიექტებზე.

განახლება: თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics