12:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 14:00:17, 510 ნახვა

ომი უკრაინაში
როსტოვის ოლქში, ნავთობის საცავში „ღია წვის“ ლიკვიდირება შეძლეს

პროლეტარსკში, როსტოვის ოლქი, სადაც ნავთობის საცავი იწვოდა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, დრონით თავდასხმის შემდეგ, "ღია წვა ლიკვიდირებულია". ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

"ხანძრის ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრი იყო. ხანძრის ჩაქრობისას 40-ზე მეტი მეხანძრე დაშავდა", - ნათქვამია პროლეტარსკის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ცეცხლი ბაზაზე 18 აგვისტოს, გამთენიისას გაჩნდა. როგორც როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილ გოლუბევმა განაცხადა, ცეცხლის გაჩენა გამოწვია ჩამოგდებული უკრაინული დრონის ნამსხვრევებმა, რომლებიც დიზელის საწვავის საცავს დაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics