14:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-26 15:49:54, 512 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაზე რუსეთის მასირებულ შეტევას მოლდოვის ენერგოსისტემაში შეფერხებები მოჰყვა

მოლდოვური ოპერატორის, Moldelectrica-ს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო მოლდოვის ენერგოსისტემაში გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა კომპანია სერიოზულ პრობლემებს არ ელოდება.

“ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილობრივი გენერაცია, რათა გავუმკლავდეთ უმნიშვნელო შეფერხებებს“,-  განაცხადეს კომპანიაში.

ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული და 11 დაშავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics