19:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 17:43:52, 577 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა საკმაოდ სამართლიანია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, 3 აგვისტოს, რუსეთში როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმას ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას kyiv Independent-ი  უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მათ  წარმატებით დაარტყეს საბრძოლო მასალის საცავს. ასევე, ნავთობის და სხვა სახის საწყობებს ბელგოროდის, როსტოვისა და კურსკის ოლქებში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) სულ მცირე ნავთობის ორ საცავს წარმატებით დაარტყეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა.

მომხდარს სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში სამხედრო აეროდრომსა და ნავთობის საწყობებზე უკრაინის თავდასხმას სამართლიანს უწოდებს.  

“რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ასევე, საკმაოდ სამართლიანია რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა. ჩვენ გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა 600-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყოველდღიური რუსული ტერორი ძლიერი ერთობლივი გადაწყვეტილებით“,- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics